11.04.2016

ქალაქ უმანის წარმომადგენლები ხობში


11 აპრილს ქ. ხობში   ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ  სტუმრებს -  უკრაინის ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნატალია დობიჩენკოს და ქორეოგრაფ ვიქტორია გლოვჩაკს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია  შეხვდნენ.
    შეხვედრაზე  კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და  ურთიერთ თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე  ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა. შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია  ესწრებოდნენ.
    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს.