12.04.2016

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხას“ დახურვა

11 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხას“დასკვნითი კონცერტი გაიმართა.  
ხობის და უკრაინის ქორეოგრაფიული კოლექტივები, ანსამბლი „კოლხეთი“ მაყურებლის წინაშე ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფესტივალის დასასრულს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გამოთქვეს იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება განხორციელდება.









































































ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.