12.04.2016

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხას“ დახურვა

11 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხას“დასკვნითი კონცერტი გაიმართა.  
ხობის და უკრაინის ქორეოგრაფიული კოლექტივები, ანსამბლი „კოლხეთი“ მაყურებლის წინაშე ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფესტივალის დასასრულს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გამოთქვეს იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება განხორციელდება.

11.04.2016

ფესტივალის დახურვა. ანსამბლ ,,კოლხას,, 15 წლის იუბილე


ქალაქ უმანის წარმომადგენლები ხობში


11 აპრილს ქ. ხობში   ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ  სტუმრებს -  უკრაინის ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნატალია დობიჩენკოს და ქორეოგრაფ ვიქტორია გლოვჩაკს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია  შეხვდნენ.
    შეხვედრაზე  კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და  ურთიერთ თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე  ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა. შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია  ესწრებოდნენ.
    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“

10 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ გაიმართა.  
ფესტივალში ხობის, სენაკის, ზუგდიდის ანსამბლებთან ერთად, უკრაინიდან ფოლკლორული კოლექტივები - „კროკ-ვპერედ“ და „დრუჟკი-პოდრუჟკი“ მონაწილეობდნენ.
   ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და  პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება.
   ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს ტრადიციული ეროვნული ცეკვები: „მეგრული ფერხული“, „აჭარული“, „მთიულური“, „აჭარული განდაგანა“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „აფხაზური“, „სვანური“, „სუიტა“, „აბრაგული“,  „ალვანური“, „კინტაური“,  „პოპური“,  „მალიტვა ზა უკრაინუ“, „ჩერევიჩკი“, „ლიზგინკა“,  „დვა კოლოროჟიტია“ და  „პრისვიატა მატერი“.
ფესტივალის მონაწილეებს ორგანიზატორებმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფესტივალის დასასრულს, მონაწილეებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და უკრაინელ სტუმრებს ჩამობრძანებისთვის და ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხა“-ს ორგანიზატორები არიან ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა მჟავანაძე და ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია.

10.04.2016

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 4 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 3 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 2 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 1 -ნაწილი


გვიყურეთ პირდაპირ ეთერში- ჩართვა განხორციელდება სამ ნაწილად