ქორეოგრაფ კახაბერ ჩიტაიას „ქართული ქორეოგრაფიის დესპანი“-ს საპატიო წოდება მიენიჭა
2018
წლის
5 ივლისს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ საპატიო
სიგელით დაჯილდოვდა „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახაბერ ჩიტაია, რომელსაც კავშირის მიერ მიენიჭა „ქართული ქორეოგრაფიის
დესპანი“-ს საპატიო წოდება.
სიგელს ხელს აწერენ: კავშირის თავმჯდომარე
პროფესორი ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი, კავშირის საპატიო თავმჯდომარე რესპუბლიკის სახალხო
არტისტი ომარ მხეიძე და კავშირის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკის სახალხო
არტისტი ფრიდონ სულაბერიძე.