06.05.2018

საერთაშორისო ფოლკლორულმა ფესტივალმა „ოქროს საწმისი-2018“მა სტარტი აიღო (ფოტო მასალა)

6 მაისს ქალაქ ბათუმში საზაფხულო თეატრის საკონცერტო დარბაზში სტარტი აიღო უკვე ტრადიციად ქცეულმა  საერთაშორისო ფოლკლორულმა ფესტივალმა „ოქროს საწმისი-2018“-მა  (ორგანიზატორი კახაბერ ჩიტაია).  ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ბელორუსის, ყაზახეთისა და უკრაინის ფოკლორულმა ანსამბლებმა.  ფესტივალის მიზანია საერთაშორიოს კულტურული ურთიერთობებისა და ტურიზმის  განვითარება რეგიონში.