ქორეოგრაფის ბიოგრაფია-biography

ქართულ ქორეოგრაფიაში კახა ჩიტაია მოღვაწეობას იწყებს 1989 წლიდან, ამ წლების განმავლობაში ბატონი კახა მუშაობდა სხვადასხვა საჯარო სკოლებში. 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აგრეთვე პარალელურად მუშაობდა ქალაქ ხობის მე-2 საჯარო სკოლაში, ხოლო 1993 წლიდან იწყებს მუშაობას საჯიჯაოს კულტურის სახლში, სადაც აყალიბებს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ოქროს საწმისს“. 2001 წლიდან დღემდე მოყოლებული ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ქალაქ ხობში ბავშვთა სანიმუშო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხას“, ასევე საჯიჯაოს კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ოქროს საწმისს“, შეავღელეში არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ანბიონს“ და პატა ფოთის საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედს“.

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბატონი კახა დაჯილდოვებულია მარავალი პრიზებითა და დიპლომებით. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლაზურ-მეგრული კულტურული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და აგრეთვე უკრაინული და ქართული კულტურული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ბატონი კახას თაოსნობით ანსამბლი ‘კოლხა“ გახდა მრავლი საერთაშორისო ფესტივლების გამარჯვებული, მისი თაოსნობით ანსამბლები ყოველწლიურად ღებულობენ თურქეთის საერთაშორისო ფესტივლებზე მონაწილეობას, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა უკრაინის რესპუიბლიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებულ კონკურს-ფესტივლებში სადაც ყოველთვის გამარჯბეული ბრუნდებოდა.

2015 წლიდან დღემდე ბატონი კახა არის ქართული კულტურისა და ტურიზმის განვითარების საზოგადოების თავჯდომარე, მისი თაოსნობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ოქროს საწმისი“, ფესტივლის ხშირი სტუმრებია უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდა, თურქეთიდან, ისრაელიდფან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ფოლკლორული კოლექტივები.

2018 წელს ბატონი კახა ჩიტაია ჯილდოვდება საქართველოოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო სიგელით, სადაც მიენიჭა ქართული ქორეოგრაფიის დესპანის საპატიო წოდება. 2019 წელს ბატონი კახა ჩიტაია ჯილდოვდება საქართველოოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო სიგელით, სადაც მიენიჭა ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდება და მედალი. 2019 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ, საქართველოში ქორეოგრაფიული საქმიანობის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისთვის აჯილდოვებენ საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით. 2015 წლიდან 2020 წლამდე ბატონი კახა ჩიტაია აგრეთვე მოღვაწეობას აგრძელებს უკარინის რესპუბლიკაში, სადაც მისი თაოსნობით ქალაქ ხარკოვში იხსნება საქველმოქმედო ორგანიზაცია სახელწოდებით „ხელოვნების სამყარო“, სადაც გაერთიანებული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, როგორიცაა ბულგარეთი რუმინეთი, ფინეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, თირქეთი. ამ წლების განმავლობაში ბატონი კახა თაოსნობით უკრაინულ კულტურის უნივერსიტეტებში, აგრეთვე ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში და ქორეოგრაფიულ ანსამბლებში ტარდებოდა ქართული ქორეოგრაფიის მასტერკლასები, ეს მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა: ბედიანსკი, სუმი, ხარკოვი, პოლტავა, უმანი, ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი და ასე შემდეგ. 5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ უკრაინის ქორეოგრაფთა კავშირი უკრაინაში ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის აჯილდოებს საპატიო სიგელით და მედლით და  ის ხდება უკრაინულ ქორეოგრაფთა კავშირის წევრი. ბატონი კახას თაოსნობით საერთაშორტისო კონკურს ფესტივალი ტარდება სხვადასხვა ქვეყნმებში კერძოთ ბულგარეთში, ყაზახეთში და უკრაინის რესპუბლიკაში.