11.05.2017
12.04.2016
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხას“ დახურვა
ხობის და უკრაინის ქორეოგრაფიული კოლექტივები, ანსამბლი „კოლხეთი“ მაყურებლის
წინაშე ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალის დასასრულს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა
გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო
საჩუქრები გადასცეს და გამოთქვეს იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო
ღონისძიება განხორციელდება.
11.04.2016
ქალაქ უმანის წარმომადგენლები ხობში
11 აპრილს ქ. ხობში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს - უკრაინის ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნატალია დობიჩენკოს და ქორეოგრაფ ვიქტორია გლოვჩაკს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.
შეხვედრაზე კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ურთიერთ თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა. შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაზე კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ურთიერთ თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა. შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“
10 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
„კოლხა“ გაიმართა.
ფესტივალში ხობის, სენაკის, ზუგდიდის ანსამბლებთან ერთად, უკრაინიდან
ფოლკლორული კოლექტივები - „კროკ-ვპერედ“ და „დრუჟკი-პოდრუჟკი“ მონაწილეობდნენ.
ფესტივალის მიზანია ქართული
ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება,
მომავალი თაობებისთვის გადაცემა და პოპულარიზაცია,
ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა
წარმოადგინეს ტრადიციული ეროვნული ცეკვები: „მეგრული ფერხული“, „აჭარული“, „მთიულური“,
„აჭარული განდაგანა“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „აფხაზური“, „სვანური“, „სუიტა“, „აბრაგული“, „ალვანური“, „კინტაური“, „პოპური“, „მალიტვა ზა უკრაინუ“, „ჩერევიჩკი“, „ლიზგინკა“,
„დვა კოლოროჟიტია“ და „პრისვიატა მატერი“.
ფესტივალის მონაწილეებს ორგანიზატორებმა სიგელები
და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალის დასასრულს, მონაწილეებს მიესალმა საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და უკრაინელ სტუმრებს ჩამობრძანებისთვის და ფესტივალში
მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხა“-ს ორგანიზატორები
არიან “ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა მჟავანაძე და
ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია.
10.04.2016
01.04.2016
26.04.2015
10.05.2014
ფესტივალი „გაზაფხული 2014“
7 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში არსებულმა კულტურის სახლმა ფოლკლორის ფესტივალს „გაზაფხული 2014“-ს უმასპინძლა. სცენაზე ერთმანეთს ქორეოგრაფიული ანსამბლები და საესტრადო სიმღერის შემსრულებლები შეენაცვლნენ. კულტურის სამსახურის მიერ დაგაგმილ ღონისძიებაში საჯიჯაოს კულტურის სახლში ქორეოგრაფი კახა ჩიტაიას მიერ აღზრდილი საჯიჯაოს, ზუბის, ახალი ხიბულის, ნარაზენის, ძველი ხიბულისა და შავღელის მოცეკვავეეთა ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.
საათნახევრიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ფესტივალში მონაწილე ყველა ჯგუფს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ფესტივალში მონაწილეობისათვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვდა ქორეოგრაფი კახა ჩიტაია, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორია. მან მის მიერ აღზრდილ ქორეოგრაფებს თანადგომისათვის პირადი საჩუქრები გადასცა. გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებს და დამსწრე საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ნორჩ მოცეკვავეებს წარმატებები უსურვა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

