11.04.2016

ქალაქ უმანის წარმომადგენლები ხობში


11 აპრილს ქ. ხობში   ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულ  სტუმრებს -  უკრაინის ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ნატალია დობიჩენკოს და ქორეოგრაფ ვიქტორია გლოვჩაკს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია  შეხვდნენ.
    შეხვედრაზე  კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე და  ურთიერთ თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე  ისაუბრეს. ქალაქ უმანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამგებელს უმანის მერის მიერ გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა. შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია  ესწრებოდნენ.
    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  უკრაინელ სტუმრებს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“

10 აპრილს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ გაიმართა.  
ფესტივალში ხობის, სენაკის, ზუგდიდის ანსამბლებთან ერთად, უკრაინიდან ფოლკლორული კოლექტივები - „კროკ-ვპერედ“ და „დრუჟკი-პოდრუჟკი“ მონაწილეობდნენ.
   ფესტივალის მიზანია ქართული ფოლკლორის, კერძოდ ქორეოგრაფიული ხელოვნების მოვლა-პატრონობა, მისი ავთენტურობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისთვის გადაცემა და  პოპულარიზაცია, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან შემოქმედებითი კავშირების დამყარება.
   ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს ტრადიციული ეროვნული ცეკვები: „მეგრული ფერხული“, „აჭარული“, „მთიულური“, „აჭარული განდაგანა“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „აფხაზური“, „სვანური“, „სუიტა“, „აბრაგული“,  „ალვანური“, „კინტაური“,  „პოპური“,  „მალიტვა ზა უკრაინუ“, „ჩერევიჩკი“, „ლიზგინკა“,  „დვა კოლოროჟიტია“ და  „პრისვიატა მატერი“.
ფესტივალის მონაწილეებს ორგანიზატორებმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფესტივალის დასასრულს, მონაწილეებს მიესალმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და უკრაინელ სტუმრებს ჩამობრძანებისთვის და ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „კოლხა“-ს ორგანიზატორები არიან ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა მჟავანაძე და ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ჩიტაია.

10.04.2016

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 4 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 3 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 2 -ნაწილი


ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხა“ 1 -ნაწილი


გვიყურეთ პირდაპირ ეთერში- ჩართვა განხორციელდება სამ ნაწილად


05.09.2014

ხობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხა'' არჰავის 42 საერთაშორისო ფესტივალზე (video)

ხობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხა'' (ხელმძღვანელი კახაბერ ჩიტაია) თურქეთის რესპუბლიკაში არჰავის 42 საერთაშორისო ფესტივალზე.













10.05.2014

ფესტივალი „გაზაფხული 2014“


7 მაისს  ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში  არსებულმა  კულტურის სახლმა  ფოლკლორის ფესტივალს „გაზაფხული 2014“-ს უმასპინძლა. სცენაზე ერთმანეთს ქორეოგრაფიული ანსამბლები და საესტრადო სიმღერის შემსრულებლები შეენაცვლნენ. კულტურის სამსახურის მიერ დაგაგმილ ღონისძიებაში საჯიჯაოს კულტურის სახლში  ქორეოგრაფი კახა ჩიტაიას მიერ აღზრდილი  საჯიჯაოს, ზუბის, ახალი ხიბულის, ნარაზენის, ძველი ხიბულისა და შავღელის მოცეკვავეეთა ანსამბლები მონაწილეობდნენ.  ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.  
    საათნახევრიანი პროგრამის დასრულების შემდეგ ფესტივალში მონაწილე ყველა ჯგუფს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ფესტივალში მონაწილეობისათვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოვდა ქორეოგრაფი  კახა ჩიტაია, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორია. მან მის მიერ აღზრდილ ქორეოგრაფებს თანადგომისათვის  პირადი საჩუქრები გადასცა.  გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ  ღონისძიების ორგანიზატორებს, ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებს და დამსწრე საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და  ნორჩ მოცეკვავეებს წარმატებები უსურვა. 

25.11.2013

ფესტივალი „ოქროსფერი შემოდგომა-2013“

24 ნოემბერს ქ. ბათუმის  საზაფხულო თეატრში გაიმართა საქველმოქმედო ფესტივალი „ოქროსფერი შემოდგომა-2013,“  რომელშიც დასავლეთ საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან, როგორც ქორეოგრაფიული ისე ვოკალისტი ინდივიდულური შემსრულებლებლები და ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას ფოლკლორსა და თანამედროვე ცეკვასა  და სიმღერაში.
            ხობის მუნიციპალიტეტიდან პატარა ფოთის საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა ,,ოქროს საწმისმა“ (ქორეოგრაფი კახაბერ ჩიტაია) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის თემის საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა (ქორეოგრაფები: ირაკლი თირქია და მანუჩარ ჭაავა) მიიღეს მონაწილეობა. ჩამოთვლილმა ანსაბლებმა კომპენტენტური ჟიურის შეფასებით დიდი მოწონება დაიმსახურეს და ანსამბლის წევრები დააჯილდოვეს სიგელებითა და მედლებით.

            საქველმოქედო ფესტივალზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ქალაქ ბათუმში არსებული წმინდა თამარის სახელობის ეკლესიას.

















ბათუმის საზაფხულო თეატრი