25.07.2018

ქორეოგრაფ კახაბერ ჩიტაიას „ქართული ქორეოგრაფიის დესპანი“-ს საპატიო წოდება მიენიჭა

2018 წლის 5 ივლისს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა „ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე კახაბერ ჩიტაია, რომელსაც კავშირის მიერ მიენიჭა „ქართული ქორეოგრაფიის დესპანი“-ს საპატიო წოდება. 
   სიგელს ხელს აწერენ: კავშირის თავმჯდომარე პროფესორი ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი, კავშირის საპატიო თავმჯდომარე რესპუბლიკის სახალხო არტისტი ომარ მხეიძე და კავშირის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკის სახალხო არტისტი ფრიდონ სულაბერიძე.

05.07.2018

საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს საწმისი“

ფოტო გოჩა შონიასი
5 ივლისს, ქალაქმა ხობმა საერთაშორისო ფესტივალს - „ოქროს საწმისი“ უმასპინძლა. კულტურის სახლის დიდ დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ყაზახეთის, სლოვაკეთის და ბელარუსიის ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. ფესტივალის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ. „ხობის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო ფესტივალს. დღეს, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან. მსგავსი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავეცნოთ სხვა ქვეყნის კულტურას და ამავდროულად, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ქორეოგრაფიას. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ხობი, მომავალ წელსაც უმასპინძლებს ფესტივალს“ - აღნიშნა მერმა. ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი, 7 ივლისს, ქალაქ ბათუმში გალა კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი „ოქროს საწმისი„ გახსნა ხობი 5 ივლისი 2018 წელი Fest -Golden Fleece - Khobi 5 july 2018 фестивал „Золотое Руно“ 5.07.2018

პირველი ნაწილი Part 1


მეორე ნაწილი Part 2

03.07.2018

ანსამბლმა კოლხამ არჰავის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა


დასრულდა არჰავის კულტურისა და ხელოვნების დღისადმი მიძღვნილი 46-ე საერთაშორისო ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ დღისით დაგეგმილი აქტივობები ინტენსიური იყო, ბოლო დღეს, ღამის პროგრამა  ხელოვნების ცენტრმა კვლავ შეავსო, ღია ცის ქვეშ განთავსებული საკონცერტო სივრცე.
   ეს იყო ეროვნული და საერთაშორისო ხალხური ცეკვის საბოლოო ცერემონიალი. არჰავის მერმა კოშკუ ჰეკიმოღლუმ მადლობა გადაუხადა   ფესტივალის ყველა მონაწილეს და  ფესტივალში მონაწილე ჯგუფების ხელმძღვანელები დააჯილდოვა საპატიო სიგელებით.
დაჯილდოებულთა შორის ჩვენი ანსაბლის მთავარი ქორეოგრაფი ბატონი კახაბერ ჩიტაია გახლდათ.